ახალი ამბები
რა შეზღუდვების გამოცხადებას გეგმავს დღეს მთავრობა
FaceBook

მთავრობა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს.


თუმცა, მანამდე გავრცელდა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც 28 ნოემბრიდან შევა ძალაში.   


ქვეყნის მასშტაბით: 28 ნოემბერი - 31 იანვარი


1. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (ქვეყნის მასშტაბით)
2. ქვეყნის მასშტაბით არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (გარდა 24.12.20-02.01.21წ)
3. ფიტნესი და საცურაო აუზები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით
4. ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურულ, სპორტული ღონისძიებების გაჩერება ან ონლაინ ჩატარება ქვეყნის მასშტაბით
5. საჯარო სექტორი დისტანციურ რეჟიმზე
6. იუსტიციის სახლის, მერიის, 112 და მსგავსი ფრანტ-ოფისები დისტანციურ რეჟიმში
7. სხვა საქმიანობა შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესებით
8. არჩევნებში ჩართული პირები გადადიან 7-დღიან თვითიზოლაციაში - საარჩევნო ადმინისტრაცია, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების აქტივი და სხვ.

უქმე დღეები 28 დეკემბერი - 15 იანვარი

1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00
2. რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ გატანის სერვისით
3. ღია და დახურული ბაზრობები დისტანციურად
4. არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურად
5. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაჩერებულია
6. კერძო სექტორის ოფისები - არ მუშაობენ

წერტილოვანი შეზღუდვები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი პირველი ეტაპი 28 ნოემბერი - 23 დეკემბერის ჩათვლით

1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00
2. ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ დისტანციურად
3. სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) მუშაობენ დისტანციურად
4. მუშაობას აგრძელებენ • აგრარული ბაზრები • სილამაზის სალონები, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები
5. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს
6. კერძო სექტორის ოფისები მუშაობენ დისტანციურად, აუცილებლობის შემთხვევაში 15:00-მდე
7. კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები, სახელოვნებო წრეები, სტუდიები აჩერებენ მუშაობას
8. სკოლები, პროფსასწავლებლები და უნივერსიტეტები (სამედიცინოს გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმში

შემსუბუქება 24 დეკემბერი - 2 იანვარი

1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00 (გადაადგილების შეზღუდვა იხსნება 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე)
2. რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ გატანის სერვისით
3. ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ წესების დაცვით
4. სავაჭრო ობიექტები მუშაობენ წესების დაცვით
5. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით
6. კერძო სექტორის ოფისები - მუშაობენ 15:00-მდე (უქმე დღეების გარდა)

უქმე დღეები - 28 დეკემბერი - 15 იანვარი, ნაწილობრივი შეზღუდვები 16 იანვარი- 31 იანვარი.

1. გადაადგილების შეზღუდვა 21:00
2. რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ გატანის სერვისით
3. ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ შაბათ-კვირას
4. არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები არ მუშაობენ შაბათ-კვირას
5. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს შაბათ-კვირას
6. კერძო სექტორის ოფისები - მუშაობენ 15:00-მდე, არ მუშაობენ შაბათ-კვირას
7. შაბათ-კვირის შეზღუდვის რეჟიმის გრძელდება
ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე

ზამთრის კურორტები - 28 ნოემბერი - 31 იანვარი

1. სათხილამურო კურორტებზე საბაგიეროები გაჩერებულია
2. სასტუმროები მუშაობენ მხოლოდ კარანტინის ან კოვიდსასტუმროებად
3. რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ დისტანციურად
4. გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.