არჩევნების ოფიციალური შედეგების
გამოქვეყნებამდე ქუთაისის ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის
კანდიდატის შტაბში ზეიმია.
მმართველი პარტიის აქტივისტებმა
გამარჯვება ფოიერვერკით აღნიშნეს.
21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ქუთაისში ასევე
მიმდინარეობდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის
კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა
ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ -
34,65 %.
50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა
გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების
47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი
30,63%.
,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა
ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს
განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.
შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური
გაყალბდა.
საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31
ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები