ახალი ამბები
რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერებს აგროვებენ
FaceBook
სამოქალაქო მოძრაობამ რიონის ხეობის გადასარჩენად რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მოქალაქეებმა პეტიცია დაარეგისტრირეს. რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის შეჩერებისკენ ისინი საქართველოს მთავრობას , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ,,რიონის ხეობა საფრთხეშია.საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს - ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას,"- წერია განცხადებაში.

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენითვის  ოთხ ძირითად მოთხოვნას აჟღერებს:

1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.

4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციების გაგრძელებას აანონსებენ. პეტიციას ხელს ამ დროისათვის 6777 ადამიანი აწერს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივ პროტესტს გამოეხმურა. მინისტრის მტკიცებით, ყველანაირი უსაფრხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.

სოფელ ნამახვანში თითქმის ერთი თვეა ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართვენ. ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით ადგილობრივები ღამესაც ათევენ.

,,ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 19 ნომბერს ქუთაისში აქცია გაიმართა. მორიგი საპროტესტო გამოსვლა წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში, 22 ნოემბერსაა დაგეგმილი. გასულ კვირას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროტესტის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.