ახალი ამბები
მომავალი კვირიდან, შესაძლოა, ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები გამკაცრდეს
FaceBook
მომავალი კვირიდან, შესაძლოა ვირუსის გამო რეგულაციები გამკაცრდეს.
განიხილება ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, დიდი სავაჭრო ცენტერებისა და სპოეტდატბაზების დაკეტვა.

რეგულაციების გამკაცრებაზე გასულ დღეებში ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ და განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობენ, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ამაში არ დაუკონკრეტებია.

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია; 22:00 საათამდე მუშაობენ კაფეები და რესტორნები, პირბადის ტარება კი ღია სივრცეშიც სავალდებულოა. 11 ქალაქში, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ე.წ. მეორე ტალღის პერიოდში, ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.