ზესტაფონში, სოფელ სვირში, ინტერნეტის გადამცემი
ანძებს ადგილობრივმა მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა.
ის აცხადებს, რომ ანძა მას საფრთხეს
უქმნის.
ინციდენტის გამო ,,სილქნეტის" და ,,აირმაქსის"
აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით
მიეწოდებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე
მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის
დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები