,,ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების
მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა.
იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოსახლეობის განცხადებით, ისინი აქციებს
მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება.
,,არ უნდა აშენდეს ეს ჰესი. იტბორება
ჩვენი მშობლიური კუთხე. ძირავენ ქართულ ეკლესიებს, წინაპართა
საფლავებს და არავინ პასუხის გამცემი არაა. რომ გასკდეს ის ჰესი მერე
დაფარავს ქუთაისს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს,"-
განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ისინი იმერეთის სახელწმიფო რწმუნებულთან
შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათთან შესახვედრად არავინ მისულა.
,,ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია წყალტუბოში,
სოფელ ჟონეთში, 22 ნოემბერს გაიმართება.
14
ნომებერს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში პროტესტის მონაწილეები პოლიციამ ძალის
გამოყენებით დაშალა.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"
წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის
მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.
მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით
აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა.მოსახლეობის
პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ
ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის
მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის
მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის
ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო
ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის
ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას
დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა
დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები