ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში" დაბადებული
,,გოლიათი" ბიჭია და ის ხუთ კილოგრამს იწონის.
კლინიკაში აცხადებენ, რომ „გოლიათის“ დედა ქუთაისელია, რომელიც
კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის
წინ შეიყვანეს.
„ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის
ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54
სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად
გრძნობენ. ჩვენი განყოფილების მთელი გუნდი, ექიმებიდან დაწყებული
ექთნითა და ექთნის დამხმარეებით დამთავრებული, მუდმივად ზრუნავს
იმაზე, რომ ორსულებს ოჯახური გარემო შევუქმნათ და ასეც არის:
განყოფილებაში პატარა კოვიდსამყარო გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე
გამოჯანმრთელებული, ჩვენგან წასული ორსულები თუ მელოგინეები აქტიურად
გვიკავშირდებიან და სხვებს უწევენ რეკომენდაციას, რათა კორონავირუსის
დადასტურების შემთხვევაში, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში
მოხვდნენ,“- ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა
ლორთქიფანიძე.
ამ დროისთვის „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში
მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.
მასალის გამოყენების პირობები