ტყიბულში კომპანია "საქნახშირმა", შესაძლოა
მუშაობა დროებით შეაჩეროს.
გავრცელებული ინფორმაციით, შახტის 43 თანამშრომელს კორონავირუსი
დაუდასტურდა. 13 ნოემბერს ჩატარებული ტესტების პასუხები დღეს 219-მა
თანამშრომელმა მიიღო, დანარჩენების შედეგებს ხვალ
ელოდებიან.
კომპანია "საქნახშირის" ადმინისტრაციაში
ადასტურებენ, რომ 43 თანამშრომლის პასუხი საეჭვოა.
"43 თანამშრომელზე იყო საუბარი, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით
ვერაფერს ვამბობთ. ყველა ერთად ველოდებით დანარჩენების პასუხებსაც და
შემდეგ გავავრცელებთ ოფიციალურ ინფორმაციას. ვნერვიულობთ და ვართ
მოლოდინის რეჟიმში", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს კომპანია
"საქნახშირში".
თანამშრომლების სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმირებულები არიან
სხვა მეშახტეებიც.
"200 ადამიანის პასუხი მოვიდა და 43 აქვსო ასე
თქვეს. დღის ბოლომდე ელოდებიან კიდევ პასუხებს და ნაწილს ხვალ",
-ამბობს ერთ-ერთი მეშახტე გოჩა გაბუნია.
ტყიბულის შახტში 1170 ადამიანი
მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები