ქუთაისში კორონავირუსი 102 წლის
ქალმა დაამარცხა.
პაციენტმა ახალი ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.
მოხუცი კორონავირუსზე ორი კვირა მკურნალობდა.
იგი კლინიკაში მოხუცთა თავშესაფრიდან შეიყვანეს.
პაციენტს განმეორებითი ტესტი უკვე ჩაუტარდა და
პასუხი უარყოფითია.
გამოჯანმრთელებული 102 წლის ქალბატონი მოხუცთა თავშესაფარში
გადაიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში 77 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ორის
მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გასული დღე - ღამის განმავლობაში,
იმერეთში კოვიდ 19-ით 619 ადამიანი დაინფიციდა. რეგიონში
კორონავირუსის 1 049 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ სასტუმროში იმყოფება 282 პაციენტი, ხოლო
ბინაზე მკურნალობს 32. თვითიზოლაციაშია 4 921 პირი. გარდაიცვალა 10
პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები