იმერეთში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
გასული დღე ღამის განმავლობაში რეგიონში 619
ადამიანი დაინფიციდა.
იმერეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით,
თბილისისა და აჭარის შემდეგ, მესამე ადგილზეა. რეგიონში კორონავირუსის
1 049 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ სასტუმროში იმყოფება 282 პაციენტი,
ხოლო ბინაზე მკურნალობს 32. თვითიზოლაციაში იმყოფება 4 921
პირი. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
რაც შეეხება მონაცემებს ქვეყანის მასშტაბით,
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 163 პირი. გარდაიცვალა 33
პაციენტი.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე,
ქვეყანაში კორონავირუსი 76 658-ს ადამიანს
დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 58 674-მოქალაქე.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსით 669 ადამიანია
გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები