იმერეთში კორონავირუსი კიდევ 469
ადამიანს დაუდგინდა.
ამ მაჩვენებლით, რეგიონი, თბილისისა და
აჭარის შემდეგ მესამე ადგილზეა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა
შვიდი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 4 385 პირი.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით
კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 2 421 პირი. გარდაიცვალა 45
ადამიანი.
სულ ვირუსი დადგენილი აქვს 66 561
ადამიანს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაიცვალა
566 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები