პოლიტიკა
"ქუთაისმა ქოლგები დაუპირისპირა სახელმწიფოს არაპროპორციულ ძალას"
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლა გააპროტესტეს.
მესხიშვილის თეატრთან შეკრებილებმა სიმბოლურად ქოლგები გაშალეს და ამ ფორმით დაგმეს აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება.

"დღეს ქუთაისმა ქოლგები დაუპირისპირა სახელმწიფოს არაპროპორციულ ძალას, რომელიც მან გამოიყენა მშვიდობიანი ადამიანების მიმართ. თუ არც ეს აქცია იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ისინი გონს მოეგონ, მაშინ პროტესტი არ შეწყდება",
- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.

8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე პროტესტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, რა დროსაც რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა.

გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. აქციის ლიდერებმა მთავრობას იმავე დღეს, 20:00 საათამდე მისცეს დრო, რათა გადამდგარიყო ცესკოს თავმჯდომარე, დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები და გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები. მთავრობისთვის მიცემული ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ მომიტინგეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს.დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.