ახალი ამბები
2 775 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში
FaceBook
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა,

– ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503,  იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 689, აჭარაში-1 353.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 445 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში - 13 764, იმერეთში - 4 155", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.