ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გაერთიანებული
ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციაში მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს.
თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა
სამართალდამცავები ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას შეეცადნენ, თუმცა
აქციის მონაწილეებმა აქტივისტი პოლიციას არ დაანებეს.
აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები საოლქო
საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. სადაც საჩივრების
განხილვა მიმდინარეობს.
თუმცა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. საოლქოს წარმომადგენლების
განცხადებით, სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აკრედიტირებულ პირებს
ეძლევათ.
"ჩვენ მერობის კანდიდატები ვითხოვთ შესვლას, გამომხედეთ და შეგვიშვით,
ვხედავ რომ დაშინების ფონზე მიდის საჩივრების განხილვა, კატეგორიულად
ვამბობ შეგვიშვით, არ შეგრჩებათ ხალხის ხმები"-, აცხადებს "სტრატეგია
აღმაშენებლის"მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბეროძე.
ქუთაისის საოლქო საარცევნო კომისიის შენობასთან განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული ისინი საოლქოს წინ
დგანან, რომ შენობაში არავინ შევიდეს
საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს პარლამენტის
არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები
აცხადებენ, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა, რის გამოც ისინი
მიღებული მანდატით პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია არც
მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მათი მოთხოვნაა ჩატარდეს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა
პარლამენტში 75 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ
ერთი მანდატი სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები