ახალი ამბები
"წინ კიდევ ერთი ბრძოლაა - "ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის განაცხადებით, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის.

"31 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება და ეს ნება არჩევნების შედეგებში აისახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში, პირველი ტურის მონაცემებითაც კი, ქმნის უმრავლესობას და აკომპლექტებს მთავრობას. მეორე ტურში, დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ კი, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.

ქუთაისში 22 კანდიდატი ვიბრძოდით მაჟორიტარობისთვის და შესაბამისად, დადგა მეორე ტურის აუცილებლობა ამ დროისთვის 40.51% ით ვლიდერობ და ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ნდობისა და გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. წინ კიდევ ერთი ბრძოლაა მოსაგები რომელიც 21 ნოემბერს აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!" -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 22 პოლიტიკური პარტია იბრძოდა. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მიღება.

ამდროის მონაცემებით, 156 275 ამომრჩელისგან ხმების 10 943 (41, 57%) - "ოცნების" კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ მიიღო, "ნაციონალური მოძრაიბის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 9 120 (34,65); "ევროპული საქართველო" ოთარ კახიძე - 1542 (5,86%); "ლელო საქართველოსთვის" ანა ნაცვლიშვილი - 1125 (4,65%).

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში მერებიც აირჩიეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.