ტელეკომპანია იმედის~ დაკვეთით
ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის
არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23%
ევროპული საქართველო - 3%
ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
„გირჩი“ - 3%
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%
ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
სხვა პარტიები - 5%
აღნიშნული მონაცემები ასახავს
პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.
პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.
მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.
31 ოქტომბერს, პარლამენტის
პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც
მიმდინარეობს.
ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი
იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი
კანდიდატი.
მასალის გამოყენების პირობები