ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველიძემ,
საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე, მორიგი რეკორდი
დაამყარა.
26 ოქტომბერს დუშეთში მიმდინარე ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატის
ბრინჯაოს პრიზიორმა, 61 კილომდე წონით კატეგორიაში, ატაცში - 137
კილოგრამი, აკვრაში - 165 და ჯამში 302 კილოგრამი დასძლია. აღნიშნული
შედეგები ქვეყნის ახალი რეკორდებია.
ჯამში კი, ამ მაჩვენებლით, შოთა მიშველიძემ მის მიერვე წინა წლებში
დამყარებულ რეკორდებს 7 კილოგრამით აჯობა.
,,ჩემივე რეკორდი გავაუმჯობესე, როგორც პირადი
ისე, საქართველოს მასშტაბით. მოსამზადებლად პანდემიის გამო ორი თვე
მქონდა. როგორც წესი ჩვენ მთელი წელი ვვარჯიშობთ და მხოლოდ რამდენიმე
დასვენების დღე გვაქვს, მაგრამ ვირუსმა ჩვენ განრიგიცშეცვალა.
პერიოდულად გვაქვს შეკრებები. პამნდემიამ სეჯიბრებების ცხრილიც
შეგვიცვალა. მინდა ევროპის ჩემპიონიც გავხდე, თუმცა წელს ეს
შეჯიბრებაც ვირუსის გამო გდაიდო,"- ამბობს შოთა
მიშველიძე.
2019 წელს შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში
საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის
ჯამში ორი კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს. აღსანიშნავია, რომ
2018 წლის რეკორდიც მას ეკუთვნოდა.
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის
აპრილში, მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის
გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი 2021 წელს
გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
მასალის გამოყენების პირობები