ახალი ამბები
გელათის ტაძარს თუნუქის ფირფიტებით ხურავენ
FaceBook
გელათის მთავარ ტაძარს დროებით, თუნუქის ფირფიტებით, ხურავენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუნუქის დროებითი სახურავები ტაძრის დარჩენილ ყველა ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე 13 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს. თუნუქის დროებითი სახურავები ტაძრის დარჩენილ ყველა ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე 13 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს.

,,მთავარი ტაძრის ქვედა რეგისტრებზე დაგებული კრამიტის სამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ეროვნული სააგენტომ მყარი გადახურვების სხვა არეალებზე მოსაწყობად შემსრულებელს - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ 1 თვიანი ვადა განუსაზღვრა,"- წერია სააგენტოს განცადებაში.

მათივე ინფორმაციით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში, დროებითი მყარი გადახურვების მოწყობის ვადებთან დაკავშირებით, შემსრულებელ კომპანიას მკაცრ გაფრთხილება მიეცა. 

,,ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნულმა სააგენტომ ვადის გაგრძელების შესახებ შემსრულებელი კომპანიის წერილობითი თხოვნა 13 ოქტომბერს მაინც დააკმაყოფილა და დროებითი გადახურვების მოწყობის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვადა 25 ოქტომბრამდე გადაავადა. ვადის ხელახალი დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს ადმინიტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,"- - აცხადებენ სააგენტოში.

ტაძრის დროებით, თუნუქცის ფირფიტებით გადახურვას "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია გამოეხმაურა. ის აცხადეს, რომ  მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

,,სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გადახურვა მონასტერს ზამთარში კიდევ უფრო დააზიანებს, რადგან ტენიანობა გაიზრდება. იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" ფული მოეპარა გელათზე, ისეთი კომპანია დაიქირავა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. გადახურვა არასწორია, ტექნოლოგია არასწორია,"-განაცხადა შუშანიამ.

გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აკვირდება ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია". ტაძრის დეტალების დაზიანებაზე ისინი ინფორმაციას პერიოდულად აქვყნებენ და ამჯერადაც აცხადებენ, რომ გადახურვის სამუშაოები ნელი ტემპით და იაფი მასალით მიმდინარეობს, რაც ფრესკების დაცვის გარანტი ვერ იქნება.

,,სააგენტომ იმ პოზიციის შენარჩუნება, რომ დაზიანება სახურავის მხოლოდ 16% ეხებოდა და მხატვრობასთან კავშირი არ ჰქონია, ბოლომდე ვერ მოახერხა და შერბილებული ფორმულირებებით, ახალი დაზიანებების აღიარების ფონზე, დროებითი გადახურვის ღონისძიების აუცილებლობა მთავარი ტაძრის სახურავის დიდი ნაწილზე გადაწყვიტა, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია! თუმცა, გადახურვის სამუშაოების წარმოება ნელი ტემპით და ყველაზე იაფი მასალით მიმდინარეობს, რაც ფრესკების დაცვის გარანტი არ არის!  დროებითი გადახურვის იმ პროექტის შერჩევის მიზეზად კი, რის საფუძველზეც მიმდინარეობს სამუშაოები, სააგენტოში ფინანსური რესურსის არარსებობას ასახელებენ!! აცხადებენ, რომ ფრესკების დაცვის 100% გარანტიას მოგვცემდა უკეთესი პროექტი, თუმცა დრო და ფინანსური ვერ მოიძებნა!"- აცხადებენ, ორგანიზაციაში.

გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე „ICOMOS საქართველო“ დასკვნას აქვეყნებს. მათი შეფასებით, გადახურვის დაზიანების მიზეზი მხოლოდ გელათის მონასტრის კრამიტის ხარისხი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ძეგლის მიმდინარე კონსერვაციულ მდგომარეობაზე, როგორც ეს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება
კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის.

გელათი ისევ ხარაჩოებშია. დროებოით მოწყობილ გადახურვაში ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები, ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.



ფოტო: "ევროპა ჩვენი სახლია"

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.