ქუთაისში ,,ლელოს" წევრის ცემაში
ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლო დარბაზიდან ის 17 ოქტომბერს გაათავსუფლეს. მორიგი სხდომა 8
დეკმბერსაა ჩანიშნული.
ახალგაზრდა მამაკაცსა და "ლელოს" წევრს შორის
ინციდენტი 13 ოქტომბერს მოხდა. მაშინ პარტიაში განაცხადეს, რომ
ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
თუმცა, 16 ოქტომბერს პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,
მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა
განაცხადა, რომ მომხდარის დღეს მას განსხვავებული ინფორმაცია
მიაწოდეს, რის გამოც მან ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.
პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი დაადგინეს, რომ ცემა
პოლიტიკური მოტივს არ უკავშირდებოდა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც ცემას გულისხმობს.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები