ახალი ამბები
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწსერიგებას ითხოვს
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიწისქვეშა გადასასველელების დროულ მოწესრიგებას სთხოვს.

მისი განცხადებით, ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი  ადგილობრივმა თვითმმარველობამ 10 წლით იჯარით გასცა, თუმცა ხელშეკრულებაში არ არის მითითებული როდის უნდა დაიწყოს ობიექტის მოწესრიგება. 

,,მიუხედავად ყოველწლიური დაპირებისა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოაწესრიგა ქალაქისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სახის ინფრასტრუქტურა. 10 წლით არის იჯარით გაცემული და მათი ლოგიკით გამოდის რომ კერძო პირს შეუძლია მე-9 ან მე-10 წელს დაიწყოს მოწესრიგება. ამ ხელშეკრულებით ქალაქში ვიღებთ ერთ დაკონსერვებულ ინფრასტურტურას,"- განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით გაასხვისა.

ტერიტორია 2040 წალმდე დიმიტრი ალავიძეს გადაეცა. ის ვალდებულია უზრუნველყოს გადასასვლელის შეუზღუდავი ფუნქციონირება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ასევე უზრუნველყოს სანიტარული ნორმების სრული დაცვა, მიწისქვეშა გადასასვლელში დაამონტაჟოს განათება და ვიდეო-კამერები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მოქალაქეს საშეღავათო პერიოდით გადაეცა, რაც უახლოესი 1 ან 2 წლით მას გადასახადისგან ათავისუფლებს.

მიწისქვეშა გადასასვლელზე იჯარის უფლება პირველად 2010 წლის 2 ივნისს, აკაკი კუხალაშვილზე გაიცა. ვალდებულბების შეუსრულებლობის გამო მერიამ 2016 წლის 25 ივლისს მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.