ქუთაისში ამომრჩევლებლი არარსებულ მისამართზე
არიან რეგისტრირებული.
ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო ჯგუფის
ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა საუბრობს. მისი თქმით, არარსებული
მისამართები ქუთაისში სინაურისა და კურცხალიას ქუჩებზეა
დამატებული.
,,სინაურის ქუჩა მთავრდება 44 ნომრით,
აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტული პირები ჩაწერილი არიან სინაურის 56
ნომერში და სხვა ნომრებში, რომელებიც
რეალურად არ არსებობს. ჩვენ
მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ აღმოფხვრან ეს პრობლემა და
სიები იყოს იმ ფორმით შედგენილი, რომ პრეტენზია არ ჰქონდეს არც ერთ
საარჩევნო სუბიექტს",- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისივე განცხადებით, მსგავსი შემთხვევები
ქუთაისის გარდა ქვეყნის მასშტაბით სხვა სამაჟორიტარო
ოლქებშიცაა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში
აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ,
რაც ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20" მათ ოფიციალურად
მიმართავს.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლებს სიებში
საკუთარი მონაცემების გადამოწმება და ცვლილების შეტანის
მოთხოვნა 13 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები