ახალი ამბები
რომელ კომპანიებთან არიან კავშირში და რა წილებს ფლობენ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები
FaceBook
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო"  საარჩევნო სუბიექტების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს.
მოკვლეული ინფორმაცია, ამჯერად,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობას ეხება.

კვლევის თანახმად, ჯამში ქვეყნის მასშტაბით, ​ოპოზოციური პარტიის მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ლ. ამ კანდიდატთა შორისაა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც.

ის პირადად​ არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი ფლობს წილებს 2 კომპანიაში და არის ინდივიდუალური მეწარმე. ნინო ანანიაშვილი შპს „პირველი სავაჭრო კომპანია LTD First Trading Company“-ის 40%-ის მფლობელია, შპს „NINA ANANIASHVILI & WINE ART“-ში კი 50%-ს ფლობს.

,,ინდ.მეწარმე 2013-2016 წლებში შპს „NINA ANANIASHVILI & WINE ART-ს“ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგან მიღებული აქვს 3 მცირე პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 3,907 ლარი,"- წერია კვლევაში.

სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია და 3 კომპანიის წილებს ან და დირექტორის პოზიციას იკავებს წყალტუბოს, ვანის, ხონისა და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

,,ნანუკა ჟორჟოლიანს მიჰყავს სატელევიზიო გადაცემა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“. შპს „მთავარი არხის“ 40%-ს ფლობს საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ მიერ დასახელებული კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი. ის თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „სუპერ ბორდის“ 5%-ის მფლობელმა კახაბერ ანჯაფარიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2,500 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის 5%-ის მფლობელმა იზაბელა გუტიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60,000 ლარი შესწირა."

საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კაპანაძე არის შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ (წარსულში – შპს „დრონი.ჯი„) დირექტორი და 100%-ის მფლობელი.

,, ეს კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, რომელშიც გიორგი კაპანაძე ასევე იკავებს დირექტორის პოზიციას.შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ 2014-19 წლებში 6 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმდა  საერთო ღირებულებით 11,500 ლარი. შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა“ კი 2012 წელს  5,600 ლარის 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო."

გიორგი კაპანაძემ 2020 წელს  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 300 ლარი შესწირა.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარი კანდიდატი კახა გეწაძე და  მისი მეუღლე იანა ვიბლიანი ჩართული არიან სამეწარმეო საქმიანობაში და 7 კომპანიაში ფლობენ წილებს:

,,იანა ვიბლიანის კომპანიამ შპს „LITTLE STARS-მა“ 2012 წელს 3,793 ლარის ღირებულების 1 პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი მიიღო; შპს „თრეველ ვორლდს“ 2017-2018 წლებში პირდაპირი შესყიდვის 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული საერთო ღირებულებით 78,425 ლარი; შპს „თრეველ ვორლდ ჯორჯიას“ კი 2018-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის 3 მცირე კონტრაქტი აქვს მიღებული საერთო ღირებულებით 5,650 ლარი."

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კახა გეწაძემ 2018 წლის აგვისტოში ზესტაფონის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის სტატუსით შევსებულ დეკლარაციაში სრულად არ გაასაჯაროვა მისი და მისი მეუღლის კომპანიები. გარდა ამისა, მან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების მართვის უფლება არ გადასცა სხვა პირს, რაც ინტერესთა შეუთავსებლობის კანონმდებლობის დარღვევაა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გასულ თვეში  კვლევა ,,ქართული ოცნების" მაჟორტარობის კანდიდატებზეც გამოაქვეყნა.



2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.