წყალტუბოში, არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო
გარყვნილ ქმედებაზე მოზარდს ექსპერტიზა უტარდება.
17 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაზე ოჯახის ახლობელია
ეჭვიმატნილი.
მოზარდი მზრუნველობა მოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარი და
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ცენტრის დორექტორის თქმით, სავარაუდოდ,
ინციდენტი ხუთი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა.
17 წლის მოზარდთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები და მისი
მდგომარეობა რთულია.
ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, სავარაუდო
მოძალადეზე გამოწერილია შემაკავებელი ოქმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,
რომ ფაქტზე კომენტარს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ
გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები