,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის
კანდიდატი გიგა შუშანია მერიის დაქვემდებარულ შპს
,,პარკინგსერვისს" კორუფციულ გარიგებაში
ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, მაშინ როცა კომპანიას ბიუჯეტში მოგება უნდა
შეეტანა და ჯარიმებისა და ქირის სახით 2 მილიონ ლარზე მეტიც მიიღეს,
ბიუჯეტში დავალიანება 1 მლნ 784 ათასი ლარამდე დაუგროვდათ.
ამ ფონზე კი ქუთაისის საკრებულო ,,პარკინგსერვისს" ვალის გადასახდელად
9 წლიან გრაფიკს სთავაზობს. ახალი გრაფიკის მიხედვით, 1 მლნ 784
ათასი ლარის დავალიანება ,,პარკინგსერვისმა" 2029 წლამდე უნდა
დაფაროს.
,,ჯარიმების სახით ამოღებული თანხები
დაიხარჯა ,,ქართული ოცნების" აქტივისტების შესანახავად და კიდევ
აპირებენ დავალიანება ჩამოაწერონ. აქციეს საკუთარი კორუფციული
შემოსავლების წყაროდ. პრობლემა იმაშია, რომ არცერთი საპარკინგე ადგილი
არ დამატებია ქალაქს, რაც ,,პარკინგსერვისი" შეიქმნა. ამ ფონზე
მილიონზე მეტი დავალიანების ჩამოწერას და გადავადებას აპირებს მათთვის
ქუთაისის საკრებულო. ხვდებიან, რომ არჩევნებს წააგებენ და ცდილობენ ეს
თემა იურიდიულად დაალაგონ," - განაცხადა შუშანიამ.
"პარკინგსერვისში" ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შპს "პარკინგსერვისი"
საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომ არ ასრულებს, ამის შესახებ
ქუთაისის მერიას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან" ჯერ
კიდევ 2018 წელს
შეახსენეს, მაშინ კომპანიის დავალიანება
ქუთაისის ბიუჯეტში 1 240 246 ლარს შეადგენდა.
ქუთაისში პარკინგის სისტემის
მოსაწესრიგებლად შპს „პარკინგსერვისი” ქალაქის მერიამ 2015
წელს შექმნა.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები