საქართველოს
12 ქალაქში ქალთა ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს უკანონოდ
დაკავებული ახალგაზრდების
გათავისუფლებას.
ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
"სოლოდარობა რუსთავი 2-ს", "თავისუფლება თავისუფალ ტელეარხს"
"თავისუფლება ბიჭებს", "ყველას ვერ დაგვიჭერთ" - ამ სლოგანებით ქალთა
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობას მოუწოდეს რუსთავი
2-ის
მხარდასაჭერ აქციაზე "თავისუფალი ზონის" სამი
დაკავებული წევრი გათავისუფლებისკენ.
"ჩვენ, ქალები ვითხოვთ რომ ხალხის ხმა გვესმოდეს რუსთავი 2-დან
ხვალაც, რადგან ეს არის ერთადერთი ტელეარხი, საიდანაც ისმის
სიმართლე", - განაცხადა აქციაზე ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა
მაია კვინიკაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს 12 ქალაქში ქალთა ორგანიზაცია მთავრობას
მოუწოდებს უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები