საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსი, იორნ
ვესტ ლარსენი პირველი ლიგის და იმერეთის რეგიონის მსაჯებს შეხვდა.
შეხვედრა ქუთაისის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში
შედგა, რომელსაც ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო
განვითარების მენეჯერი, ლევან ფანიაშვილი და იმერეთის რეგიონული
ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსი გიორგი
კიკაჩეიშვილიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე
ტურის მატჩი ლანჩხუთის "გურიასა" და ზუგდიდის "ზუგდიდს" შორის 1 მაისს
გამართული მატჩი, რომელსაც ეროვნული კატეგორიის არბიტრი, გოგა
კიკაჩეიშვილი მსაჯობდა.
არბიტრის მსაჯობას იორნ ლარსენი და ლევან ფანიაშვილი
აკვირდებოდნე.
დღევანდელ შეკრებაზე გაირჩა ასევე, დაახლოებით 20 კლიპი გაირჩა და
მსაჯებს შესაბამისი ინსტრუქციები მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები