ახალი ამბები
"გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის  მერობის კანდიდატის გიგა შუაშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ამის შესახებ ადგილზე ბრიფინგი გამართა. 

შუშანიას განმარტებით, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების დახვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.

"თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებილი სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ. ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებიც მოგიწოდებენ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

გელათის ტაძარზე სარეკონსტრუქციო  სამუშაოები დაახლოებით ორი წლი წინ დაიწყო. თუმცა, რეალურად  დაზინებები ყოველდღიურად მატულობს. 

ბათქაშისა და ფრესკების თეთრი ნაწილები ტაძრის მსახურებს ყოველ დილით რამდენიმე ადგილზე ხვდებათ. ამბობენ, რომ პროცესს დასასრული არ უჩანს. უსასრულოდ გრძელდება ერთი წლის წინ ხარაჩოებში ჩასმული ტაძრის რეაბილიტაციაც, რომელიც როგორც გამოჩნდა, უფრო ზიანი იყო, ვიდრე აღდგენა.



ამავე თემაზე:

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.