პოლიტიკა
,,ლელომ" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი ოფიციალურად წარადგინა.

პარტიის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ნაცვლიშვილი ღირსეული უფლებადამცველია, რომელიც ლელოს სხვა გუნდის წევრებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები.

"იმერეთის ტური გვაქვს. ვიყავი თერჯოლაში, ბაღდათში, არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ ჩვენ ისევ ჩამოვივლით კარდაკარ. შემდეგ 300 დღის შემდეგ, რათა ამომრჩეველს ჩავაბაროთ ანგარიში და დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი.  ჩვენ გვყავს უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომლებმაც დატოვეს ქუთაისი და დატოვეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვყავს ქუთაისში ღირსეული კანდიდატი, ისევე როგორც სხვა რეგიონებში და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დააბრუნონ ისენი საქართველოში."

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისელებს ქალაქის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევას დაჰპირდა.

"ლელოს"  "მარშალის გეგმა" მთელ საქართველოს ჰპირდება ეკონომიკური ნახტომის გაკეთებას. შევქმენით ორი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. ეს არის საერთაშორისო საფონდო ბირჟის აშენება და ქუთაისში უნდა დაბრუნდეს პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისს მოტივაცია და განვითარების შანსები უნდა მიეცეს". 


რაც შეეხება იმერეთში ლელოს სხვა კანდიდატებს: ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ანა ბიბილაშვილი იქნება; წყალტუბოში, ხონსა და ვანში - თორნიკე ართქმელაძე; ხოლო ჭიათურაში, საჩხერესა და ხარაგაულის რაიონებში მაჟორიტარობისთვის ანი მიროტაძე იბრძოლებს.


2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

ავტორი:  ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.