გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი
ქვევრები და კედლის ნაწილები ნადგურდება.
ამის ამსახველი ფოტოების ლაშა ბერეკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ
გვერდზე დადო.
,,გელათის ტერიტორიაზე უნიკალური ქვევრები
ნადგურდება. ჯერ შეფუთვამდე იშლებოდა, ახლახანს შეუფუთავთ,
მაგრამ იმედია იციან, რომ ამის ასე დატოვე არ შეიძლება.შესაძლოა,
დაინესტოს და ჩამოიშალოს. მე-18 საუკუნის არის და დიდი ღირებულება არ
აქვსო ასე უთქვამთ", - ამბობს ლაშა
ბერეკაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ქვევრები დროებით გადაიხურა და მათ
დაზიანების საფრთხე არ ემუქრებათ. სარესტავრაციო სამუშაოების
მწარმოებელ კომპანიას კი ხარვეზების შესახებ წერილობით
ეცნობება.
,,აღებული ვალდებულებების თანახმად, რომელიც მას
კონტრაქტით ევალებათ, რომ უნდა გამოასწორონ საკონსერვაციო
ხარვეზები და დროულად დაიწყოს ამაზე კვლევები. ეს არის
დროებითი ნორმა იმისათვის, რომ საკონსერვაციო ხარვეზებიდან
გამომდინარე კლიმატმა არ გამოიწვიოს მისი შემდგომი რეგრესი,
იქამდე სანამ შემსრულებელი არ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ
საკონსერვაციო სამუშაოს."
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო
სამუშაოების დროს აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სამუშაოების
შემსრულებელს 5 წლიანი ვადა აქვს.
გელათში არქეოლოგებმა, ღვარსადენების რეაბილიტაციის პროცესში,
ქვევრები და კედლის ნაწილები 2018 წელს აღმოაჩინეს. არტეფაქტები
სავარაუდოდ, მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდს
განეკუთვნება.
რაც შეეხება გელათის მონასტრის გადახურვის
სამუშაოებს, სადაც ასევე ხარვეზებია გამოვლენილი, კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გადახურვის საკითხზე
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელთან სხვა მოთხოვნები აქვთ
მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, რადგან ღვთისმშობლის
სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციას 2018-2019 წლებში
მუნიციპალური განვითარების ფონდიც აფინანსებდა.
,,უკვე დასრულდა დროებითი ხარაჩოს მოწყობა,
გადავდივართ დაზუსტებულ კვლევაზე თუ განაპირობა წყლის ჩამოსვლა
ტაძარში მიზეზების დადგენის შემდეგ გადავალთ ხარვეზების
აღმოფხვრის სამუშაოებზე."
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში
აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში შემსრულებელს ვადებში არ ზღუდავენ და
მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორება.
სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების შემსრულებელი
კომპანიის ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" დირექტორის, მაკა
დვალიშვილის განცხადებით, პირველი დაზიანებები გელათის
მონასტერში თებერვლის თვეში დაფიქსირდა. მას შემდეგ კი დროის
გაჭიანურება კვლევითმა სამუშაოებმა და პანდემიამ
გამოიწვია.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები