"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა
ინაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გამართულ
საწინააღმდეგო
ბორშის პერფორმანსს ეხმიანება.
რაც ქუთაისში ვიხილეთ, ეს იყო უნიჭო პროვოკაცია. პრეზენტაციის
დაწყებამდე მოდის სამი გეირევოლუციონერი, რომელმაც ისიც კი არ იცის,
რომ ბორშჩი სინამდვილეში უკრაინული, პოლონური, ლიტვური წვნიანია და
არა მარტო რუსული და რას აპროტესტებს, გაუგებარია. სხედან
კურდღლებივით. ეს სამი ფრინველი ჩვენი მხარდამჭერებისთვის იმდენად
უსახური და სასაცილო აღმოჩნდა, რომ პროვოკაცია არ შედგა, მაგრამ
შეიძლება შემდგარიყო, ამაზე უნდა ეზრუნა პოლიციას, რომელმაც სამი უცხო
ფრინველი ჩვენი აქციიდან არა თუ არ გაიყვანა, არამედ ბოლომდე დატოვა.
საინტერესოა, პოლიცია რას ელოდა?!
აი, ამ სიცარიელიდან ტელეარხებმა სიუჟეტი შექმნეს, ეს ახალი ჟანრია-
მთავარი ამბავი არაა აქტუალური, აქტუალურია კაცს რომ ცხვირზე ბუზი
დააჯდა.
ახლა იმ ე.წ. პოლიტპარტიებს ვეუბნები, ვინც დღეს ჩვენთან სამი
კურდღელი გამოაგზავნა. ხვალიდან ყველა ამ პარტიის ანონსს მივადევნებ
თვალს, 150 კაცზე მეტი მაინც ვერსად ვერ იკრიბებით, ჰოდა, სადაც
ღონისძიება გექნებათ დაგეგმილი, ორჯერ მეტი ჩვენი მხარდამჭერი მოვა და
მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, საკუთარ მაგალითზე
ნახავთ", - წერს ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტები "პატრიოტთა ალიანისის"
საარჩევნოო სიიის
წარდგენას ბორშით დახვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები