"ეს
იგივეა, 18 წლის გოგონას კითხო როდის აპირებს დაოჯახებას"
"რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ თამაშზე ვიბრძოლებთ
მოსაგებად. სტრატეგია იქნება მოგებისთვის და თამაშიდან თამაშამდე
მოგვიწევს ცხოვრება. გადავა თუ არა "ტორპედო" ევროპის საკვალიფიკაციო
ეტაპზე, ეს იგივეა, 18 წლის გოგონას კითხო როდის აპირებს დაოჯახებას,"
- განაცხადა ქუთაისის "ტორპედოს" მთავრმა მწვრთნელმა, ალექსანდრე
შტელინმა დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე.
გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "ტორპედოს" ფეხბურთელთა
შემადგნელობაზე ისაუბრა. შტელინის თქმით, გუნდის ფეხბურთლებს აქვს
კონტრაქტი და მათი გუნდიდან გაშვების საკითხი მარტივად არ
მოხდება.
"უბრალოდ ასე გაშვება და მიღება იოლი არაა. მათ აქვთ კონტრაქტები.
გუნდიდან გაშვებამდე უნდა შევისწავლოთ მათი კონტრაქტები და
მონაცემები," - განაცხადა შტელინმა.
ის ასევე, "ტორპედოს" ხვალიდნელ თამაშსაც შეეეხო და აღნიშნა, რომ
თბილისის "დინამო" კარგად მომზადებულ გუნდია.
ხვალ ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე თბილისის "დინამოსთან "
ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას ჩაატარებს. საფეხბურთო მატჩს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ადმინისტრაციის
წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები