ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, საქმეში ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ.
ადგილობრივების თქმით, ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო და
სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს.
ისინი ბინის პატრონს და მეზობლებს როგორც რძალ-მული ისე გაცნენ, თუმცა
ნათესავები არ ყოფილან. წაღებულია ავეჯი და ტექნიკა სრულად.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, დაკავებულია
თუ არა არ იციან.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე
მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები