"ქართული მარშის" წევრები ქუთაისში
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას
ითხოვენ.
გაერთიანების წევრებმა მერიის შენობის წინ
საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდეს
ძეგლის განთავსების ადგილად, ქალაქის ცენტრალური ბულვარი, კერძოდ 9
აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია გამოყონ.
"ჩვენი პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის
ქუთაისში ძეგლი დაუდგან ზვიად გამსახურდიას. გარდა იმისა, რომ
ზვიადი არის პირველი პრეზიდენტი, ის არის ეროვნული გმირი. მივმართავთ
მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, ქალაქის ცენტრში,
9 აპრილის გმირების მემორიალის გვერდით დაიდგას ზვიად გამსახურდიას
ძეგლი".
აქციის მონაწილეებმა, ასევე, მოითხოვეს ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული
მემორიალის ნაცვლად, რომელიც 2009 წელს საკანონმდებლო ორგანოს
მშენებლობის გამო ააფეთქეს, ახალი მემორიალი დადგან.
"მარშის" წევრებმა თავიანთი მოთხოვნები მერიაში
წერილობით უკვე დაარეგისტრირეს.
ზვიად
გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს -
მან ამომრჩევლების ხმების 86% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები