ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.
მანამდე დაგეგმილია გალაკონცერტი, რომლითაც გაიხსნება ახალი სეზონი
ოპერის თეატრში.
ქუთაისის ოპერის თეატრი კი სეზონს 2 ოქტომბერს გახსნის.
წარმოდგენილი იქნება გალაკონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების
მონაწილეობით.
"გალა კონცერტი ჩატარდება არც ისე დიდი ქრონომეტრაჟით რეკომენდაციების
გათვალისწინებით დიდი ხანი არ უნდა ვიყოთ სცენაზე. ამიტომ შემცირდა
ქრონომეტრაჟი. გვქონდა იდეა გარეთ გაგვეკეთებინა, რადგან პირველი
ოქტომბრიდან გვეძლევა უფლება გამოვიყენოთ შენობის შიდა სივრცე. ამიტომ
ოპერის შენობა ვამჯობინეთ", - აღნშნავს ოპერის თეატრის მთავარი
დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი.
თეატრში პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სპექტაკლზე. ბიძინა
კვერნაძის "იყო მერვესა წელსა" შუშანიკის წამების" მიხედვით. რომლის
პრემიერაც დეკემბერში გაიმართება.
რეზო ჯავახიშვილის თქმით, თეატრს ბევრი გეგმა აქვს, თუმცა ყველაფერი
დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე და იმის მიხედვით, დაკორექტირდება
საოპერო ღონისძიებების ჩატარების გეგმაც.
მასალის გამოყენების პირობები