ქუთაისის ოპერის დირექტორი, თორნიკე
მარჯანიშვილი პოლიტიკაში მიდის.
რეჟისორი პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე დაასახელა. პოლიტიკური არჩევანის
მიუხედავად, თორნიკე მარჯანიშვილს თეატრზე უარი არ უთქვამს და არც
აპირებს. ამბობს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს
დატოვებს თუ არა კულტურის სფეროს.
"კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 45 დღით ადრე
გავალ შვებულებაში და შემდეგ გადავწყვეტ დავტოვო თუ არა თეატრი", -
ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში მათი რიგებიდან
მერობისთვის არავინ იბრძოლებს. მეტიც, ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი, იოსებ
ხახალეიშვილი კარგი არჩევანია და ქუთაისის მერი სწორედ ის უნდა
იყოს.
"ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. მე ვარ თუ
არა სხვა პარტიის კანდიდატი არ აქვს მნიშვნელობა, ქუთაისის მერი უნდა
იყოს იოსებ ხახალეიშვილი", -ამბობს თორნიკე
მარჯანიშვილი.
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის
ალიანსი" პარლამენტის დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა,
გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის
დატოვების შემდეგ დააფუძნეს.
ამავე
თემაზე:
თეატრიდან პოლიტიკაში - თორნიკე მარჯანიშვილი
ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისს
უხელმძღვანელებს
მასალის გამოყენების პირობები