ახალი ამბები
ზესტაფონში გზის ჩავარდნისას 4 ადამიანი დაშავდა
FaceBook
ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  გზა ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, შორის ერთი არასრულწლოვანიც დაშავდა. მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მეტალის მოპოვების გამო გზის ჩავარდნა ხშირად ხდება. 

,,გზის ქვემოთ არის გვირაბი, ანუ აქედან მეტალი ამოიღეს და ჯიბეები გაისქელეს, ხშირია შემთხვევა როდესაც გზა ვარდება".

ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარედ,  ჭანტურიას ქუჩაზე, ქერქული ნარჩენების მოპოვება ხდება, რამაც გზას საძირკველი გამოაცალა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ  გზის საფარი მოწესრიგება  უახლოესს მომავალში დაიწყება. 

"შესაბამისმა სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი, გამოვლენილია კომპანია, რომელსაც აქვს ლიცენზია, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ამოღებაზე და როგორც ცნობილია, მალე დაიწყება სამუშაოები."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.