გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრიდან დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,
დასავლეთის მიმართულებით ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება ქარი.
"6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში)
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა",- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება თბილისს, 6 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მასალის გამოყენების პირობები