წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა
და გზა გადაკეტა.
მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს და ხელისუფლებას უყრადღებობაში
ადანაშაულებს. მათი თქმით, წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა
უშედეგოდ.
"წინა კვირას აქცია გავმართეთ და ხელისუფლება გავაფრთხილეთ. არ
მოგვაქციეს ყურადღება, ამიტომ დღეს გზა გადავკეტეთ. ეს
გამაფრთხილებელია, თუ დროულად არ დაიწყება გზის რეაბილიტაცია,
ცენტრალურ გზას გადავკეტავთ. წლებია გზის რეაბილიტაციას ვითხოვთ და
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოაგვარა", - განაცხადეს
ადგილობრივებმა.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა.
აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია
შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, გზის
გადაკეტვასთან დაკავშირებით და მათ პრობლემის მოსაგვარებლად დრო ქონდა
მიცემული.
მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება გზის რეაბილიტაციას დროულად არ
დაიწყებს, ცენტრალური გზა გადაიკეტება.
წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ბანოჯაში რამდენიმე
ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორცილედა და მომავალ წელს
დარჩენილი სამუშაოების შესრულება იგეგმება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე უბანში მოხდა გზა ბეტონით
შიდასაუბნო გზის შეკეთება, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, ხოლო
39-ე ქუჩაზე ანუ ბანოჯას ტერიტორიაზე არსებული გზის
რეაბილიტაცია იგეგმება მომავალ წელს."
მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და ამ ეტაპზე
ხარჯების გაწერა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები