ახალი ამბები
ქუთაისში კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის დამზიანებელს 10 თვეა "ეძებენ"
FaceBook
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფასადი, რომელიც 10 თვის წინ დაზიანდა, ამ დრომდე  მოუწესრიგებელია.
შენობა "ქართული ოცნების" აქტივისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და "გაერთიანებული ოპოზიციის"  წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს, გასული წლის 29  ნოემბერს, დაისვარა.

კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი ფასადის მოწესრიგება ქუთაისის მერიას მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაავალა, თუმცა ახლა სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერ უშუალოდ იმ პირების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, ვინც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ პოლიციის სამმართველოს, რომ მიგვეღო პასუხი თუ რა გარემოებებში მოხდა და ვინ მიაყენა დაზიანება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შესაბამისად, განგვესაზღვრა პასუხისმგებლობა. მათი პასუხი არ მიგვიღია. დაზიანება ვინც მიაყენა ის უნდა გამოვკეთოთ. თუ არ დადგინდება, ალბათ, მერიას მოვთხოვთ გაწმენდს".

თუმცა, თავდაპირველად რატომ  დაავალეს მერიას შენობის ფასდის მოწესრიგება, ამაზე სააგენტოში  პასუხი არ აქვთ. 

ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კულტურულის სტატუსის მქონდე შენობას, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისია განთავსებული, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გასული 29 ნოემბერს, აქციაზე საღებავები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

შენობას ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას იცავს და არეგულირებს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი". ძეგლზე ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას სხვადასხვა ოდენობით.



ამავე თემაზე:

დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა და ამ დრომდე დაუდგენელი დანაშაულის ნიშნები

ვინ უნდა მოაწესრიგოს შენობის დაზიანებული ფასადი ქუთაისში - პასუხი არავის აქვს

"ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ დაზიანებული ფასადის მოწესრიგება მერიას დაევალა


ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.