მესხიშვილის თეატრის 160-ე საიუბილეო სეზონი სამ ოქტომბერს პომპეზურობით გაიხსნება.
ყოველ შემთხეევაში ამის სურვილს გამოთქვამენ მესხიშვილის თეატრში.
„მესხიშვილის თეატრისთვის 160 -ე სეზონას გახსნის და გვინდა ეს დღე დასამახსოვრებელი გავხადოთ“, - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
პრემიერის გარდა სამ მარტს სხვა ღონსიძივბებიც გაიმართება.
მოეწყობა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ თეატრალური მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიალი.
„ცერემონიალი წელს 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს უნდა
გამართულიყო, მაგრამ პანდემიის მიზეზით გადაიდო. ამიტომ დაჯილდოება
სამ მარტს ჩვენს თეატრში გაიმართება“, - ამბობს სულხან
გოგოლაშვილი.
სეზონის გახსნას დაესწრებიან მესხიშვილის თეატრის მეგობარი ქვეყნების თეატრების წარმომადგენლები. სტუმრებს მიიღებენ ლიეტუვადან. ასევე გერმანიიდან. კერძოდ, ევროპული თეატრების ასოციაციის ხელმძღვანელობას.
„ვფიქრობთ პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის მოწვევასაც“, - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
ღონისძიებების მესხიშვილის თეატრის შენობაში ჩატარდება. როგორც თეატრში აღნიშნავენ, ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით ჩატარდება სპექტაკლები.
კორონავირუსის პანდემიის გამო მესხიშვილის თეატრმა მუშაობს 2 მარტს შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები