ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები
რეგისტრაციის პროცესში იმ პირებს დაეხმარებიან, რომლებმაც 0 -
დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის მთავრობის მიერ შეპირებული 200
ლარი უნდა მიიღონ.
მერიის მიერ შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერის
მისაღებად, მშობელს, ანდა მცირეწლოვნის კანონიერ
წარმომადგენელს შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას, ან
შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს.
200 ლარიანი დახმარება
ბავშვის ერთ-ერთი მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ
განაცხადის შევსების საფუძველზე გაიცემა.
რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე
გაგრძელდება. ხოლო დახმარების გაცემა მიმდინარე წლის სექტემბრიდან
დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას
თავად ვერ ახერხებს, ადგილობრივი თვითმმარველობის გარდა შეუძლია
მიმართოს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ
ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის
სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან ,,ლიბერთი ბანკის"
ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა
განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების
თარიღი პირადი ნომერი,მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო
დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის
ანგარიშის ნომერი)
საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური
შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს
შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის
ატვირთვა. ასევე, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება
ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის
დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება
მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.
17 წლის ჩათვლით
ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე
- www.moh.gov.ge რეგისტრაციის პროცესში გასული ორი დღის განმავლობაში
მშობლებს პრობლემები შეექმნათ. საიტზე რეგისტრაციის შეფერხება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ტექნიკური ხარვეზით ახსნა, რის
გამოც მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
მასალის გამოყენების პირობები