ახალი ამბები
"ოცნება აგრძელებს ქუთაისის დაცინვას"- გიგა შუშანია
FaceBook
უთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წარმომადგენელმა  გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ტურიზმის ცენტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

"ქართული ოცნება" კვლავ აგრძელებს ქუთაისის დაცინვას, 50 000 სლოგანის შემდეგ შემოგვთავაზეს ლოგო "ქ" ასო, რომელიც არაფრის მეტყველია და ეს არაფრის მეტყველი არ არის. ამის შემდეგ 4 700 ლარის დახარჯვას აპირბენ კეპებსა და მაისურებში, რომელზეც მხოლოდ ეს "ქ" ასო იქნება გამოსახული, სამწუხაროდ ტურიზმის ცენტრი ქუთაისში იქცა ნეპოტიზმის ბუდეთ", -  განაცხადა  გიგა შუშანიამ.

"ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი იქცა ნეპოტიზმის, კორუფციის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ, რომელიც წლის განმავლობაში არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან. ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება სუსი-ს მიერ დასაქმებული ნათესავების და აქტივისტების შენახვაზე და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. მხოლოდ 2 ადამიანის ნიუ-იორკში ვიზიტი დაჯდა 21 ათასი ლარი, ხოლო ტოკიოში იგივე 2 ადამიანის "ექსკურსია" 20 ათას ლარამდე. ჯამში 2,5 წლის განმავლობაში გაფლანგულია 2 მილიონ 100 ათას ლარამდე.

"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა 16 ივლისს 1300 ლარი გადაიხადა ტუალეტების გრაფიკულ დიზაინში, ანუ იმაში რომ დაედგინა ტუალეტებში რა ფერის კაფელი გაეკრა და როგორი ხელსაბანი დაედგა.ტურიზმის ცენტრმა ასევე მ/წ-ის მარტიდან დღემდე ჯამში 130 ათასი ლარი დახარჯა თითქოს საკარანტინე ზონებიდან მოქალაქეების სახლამდე გადაყვანაში. მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობა ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საკარანტინე ზონების მომსახურებაზე, გაუგებარია რატომ დაჭირდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ამ გაურკვეველი ხარჯის გაწევა". 

ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში უპასუხეს და განმარტეს, რომ საკარანტინე ზონები სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. 

''ჩვენი ჩართულობა თავიდანვე იყო გაცხადებული, ამ ყველაფერში ჩაბმული იყო ძალიამ ბევრი უწყება. ამ მთლიანობაში ვმონაწილეობდით ჩვენც. რაც შეეხება ლოგოს მიმართ ბრალდებას უცნაურია, ჩვენ ვუქმნით ტურისტებს კომფორტს და 1 300 ლარი მგონი რომ არ უნდა იყოს სალაპარაკო. ლოგოს შეცვლა ლოგიკური ნაბიჯი იყო, რომელიც მოჰყვა ქუთაისის რებრენდინგს", -  განმარტა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის ტურისტული კლიპისა და ლოგოს შესაქმნელად 50 000 ლარი დახარჯა. ქალაქის რებერენდიგზე კერძო კომპანია "მილენიალ ჰაბმა" იზრუნა. საბოლოოდ, სლოგანმა "ქუთაისი ქალაქია" საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგო და სლოგანი ერთხელ უკვე შექმნა. 2016 წელს სლოგანი "ქუთაისი ღიმილის ქალაქია" ბიუჯეტს 6000 ლარი დაუჯდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.