63
პროცენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს უბანში სკვერების მდგომარეობით.
გამოკითხულიდან კმაყოფილი მხოლოდ 26
პროცენტია.
ქუთაისში მოსახლეობა უბნებში ბაღებისა და სკვერების მდგომარეობით
უკმაყოფილოა. რამდენად კმაყოფილები ხართ თქვენს უბანში გამწვანებული
სივრცეების, როგორებიცაა პარკები და ბაღების მდგომარეობა? -
გამოკითხულიდან 10 პროცენტი ამბობს, რომ საერთოდ არ არსებობს ბაღები
და სკვერები მათ უბანში, 63 პროცენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს
უბანში სკვერების მდგომარეობით. გამოკითხულიდან კმაყოფილი მხოლოდ 26
პროცენტია.
ეს შედეგები აჩვენა მიმდინარე წლის აგვიტოსში NDI-ის მიერ
"საზოგადოების განწყობა საქართველოში" კვლევის ფარგლებში ქუთაისში
ჩატარებულმა შედეგებმა. აღნიშნულის გარდა, NDI-იმ გამოკითხვა
სხვადასხვა საკითხებთან ერთად,
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მუშაობაზეც
ჩაატარა. ორგანიზაციამ აღნიშნული შედეგები "საზოგადოების განწყობა
საქართველოში" კვლევის ფარგლებში აჩვენა.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის
ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის
საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან – 10 სექტემბერის ჩათვლით
განხორციელდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის
ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში,
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა.
ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც
თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის
მუნიციპალიტეტებში - მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
3,01%.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC
საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)
მიერ.
ამავე
თემაზე:
ორი წლის შემდეგ უკეთესი მდგომარეობა იქნება - NDI-ის
კვლევის შედეგები
შოთა მურღულიას მუშაობას 46 პროცენტი საშუალოდ
აფასებს -NDI-ის კვლევის შედეგები
მასალის გამოყენების პირობები