ჭიათურის სოფელ ნავარძეთში 4 წლის
ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული
ინფორმაციით, მამა ეზოში ელექტროსადენებს აკეთებდა, რა დროსაც
მოზარდმა, სავარაუდოდ, სადენს ფეხი დააბიჯა.
"მამა აკეთებდა რაღაცას, ბავშვმა გაიარა იმ
ადგილზე და ალბათ, ფეხი დააბიჯა. საავადმყოფოში გადაიყვანეს,
მაგრამ ვერ გადაარჩინეს", - ამბობს ჭიათურაში მცხოვრები, თეონა
მენაფირე.
შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები