ახალი ამბები
"ზარალი საკმაოდ მასშტაბურია" - სტიქიის მეორე დღე რაჭაში
FaceBook
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე რაჭაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობაზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარალი საკმაოდ მასშტაბურია.
მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"10 ხიდი არის წაღებული. ცენტრალური გზის ორი კილომეტრი დაზიანებულია. წყლის მომარაგება გუშინ 400-მდე აბონენტს აღუდგა. ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი სამ სოფელში იგეგმება დღეს".



ონი-შოვის გზა

მისივე თქმით, ამ დროისათვის 12 სოფლიდან ვერტმფრენით 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სოფლის მოსახლეობა საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგებულია. 

სოფელ უწერას, ღებს, ჭიორასა და დლოლას ელექტროენერგია ისევ არ მიწოდება. ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული სოფლებისთვის დენის მიწოდების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. 

29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭასა და იმერეთში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი დაზიანდა.

ქუთაისში კი ძლიერმა წვიმამ სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.