უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა - ჯრუჭულამ, ფასკნარამ
და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ
ერთეულში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი
საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება
შეზღუდულია.
ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლების შემდეგ დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები