წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის
უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი
ნალექის შედეგად, სავალ ნაწილზე გადმოსულია მდინარე რიონი, რის გამოც
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები