ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ
დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა
53 პროცენტს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით
დაინფიცირებისგან იცავს.
მოსაზრებას, "რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით
დაინფიცირებისგან" მოსახლეობის 38% არ ეთანხმება, ხოლო 9% ამბობს, რომ
არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, მართლმადიდებლების მხოლოდ 10%-მა განაცხადა,
რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.
აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550
სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის
სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2
პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
NDI-ის სრული კვლება ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები