28 ივლისს სპეციალური რეისი
შესრულდება ათენიდან.
თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს ის მოქალაქეები იქნებინ, რომლებმაც
სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.
რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს, 1 აგვისტოს
ფრენა თბილისი - ამსტერდამი - თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2
აგვისტოს კი, თბილისი - ვენა - თბილისის რეისი.
ამას გარდა, 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის
საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები.
პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8
აგვისტოდან გაგრძელდება.
უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო
შემოწმებას, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო
სივრცეებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს
გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები