ახალი ამბები
ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
FaceBook

ხვამლის ციხე-ქვაბულს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარსა და წედისის ციხის კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.


მათ ეს კატეგორია საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიხედვით მიენიჭათ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისაად.

ნაქალაქარი აღმოაჩინეს 2014 წელს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება.

წედისის ციხესიმაგრე გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ გარდატენის  ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზეა აგებული. იგი X საუკუნის ნაგებობაა.

ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი ლეჩხუმში მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარეობს. სიმაღლე 2002 მ. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.